სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები აბრეშუმის  სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
18-05-2026
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მე-3 კლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, სტუმრობდნენ აბრეშუმის  სახელმწიფო მუზეუმს, რომელიც დაარსდა 1887 წელ, ამჟამად კი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს. 

მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი. ნამდვილი ამბავი კი ყველაზე ჰაეროვანი ქსოვილის შექმნის შესახებ და იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ამ ჯადოსნურ ქსოვილს ქმნიდნენ, სწორედ  აბრეშუმის მუზეუმში უამბეს…                                                                                   

მოსწავლეები მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროგრამაში - „4 სიცოცხლე“, რომლის ფარგლებშიც  გაეცნენ აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლს  ვიზუალურ მასალასთან ერთად და ჩაერთნენ სახალისო-შემეცნებით აქტივობაში.

ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს: ჭუპრი დასკუპდა ფოთოლზე,  გამოუშვა ბევრი უნაზესი ძაფი, შემდეგ გამოისხა აბრეშუმივით ნაზი ფრთები და გაფრინდა…   ამასთან მონაწილეებმა  საკუთარი ხელით დაასურათეს  ბუკლეტები,  რომელიც მუზეუმისგან საჩუქრად გადაეცათ.

სკოლაში მადლობას უხდიან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს ასეთი საინტერესო დღისთვის .

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება