| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მესამე და მეხუთე კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობიდან“ ადამიანი გაასამართლეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აქტივობას, გააცნობიერეს სამართლიანობის მნიშვნელობა, ისწავლეს საკუთარი აზრის დასაბუთება, სხვისი მოსმენა და გუნდური თანამშრომლობა, გაიმდიდრეს შემოქმედებითი უნარები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა