| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას.
ღონისძიების - „ძლიერი ოჯახი-ძლიერი სახელმწიფო“ -ფარგლებში, თამარ მეფის დარბაზში დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
აღნიშნული თემის ფარგლებში, თბილისის N108 საჯარო სკოლაში ჩატარდა ნახატების კონკურსი - ოჯახური ღირებულებების თემაზე - „ჩემი ოჯახი - ჩემი თვალით დანახული სამყარო“.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი 7 ნამუშევარი წარდგენილ იქნა ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრში, ხოლო რესურსცენტრის საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ნამუშევრები- საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში, შერჩეულ ნამუშევრებს შორის, გამოფენილი იყო თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლის - ანი ცანავას ნახატი -„ბედნიერი ოჯახი“.
ანი ცანავას შესაძლებლობა ჰქონდა ესაუბრა ნახატით გადმოცემული საკუთარი გრძნობებისა და გამოფენაზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ საქართველოს პირველ ლედისთან თამარ ბაგრატიონთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო წილოსანთან.
სკოლაში მადლობას უხდიან საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს - მარიამ ლაშხს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და გამოფენაში მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა