| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატებით ხარობენ.
სკოლის მოსწავლეთა სტარტაპმა - SafeWave მოიპოვა მთავარი ჯილდო და Junior Achievement Georgia-ს პროექტის ფარგლებში „წლის კომპანიის“ ტიტული დაიმსახურა.
SafeWave-ის გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან - ანასტასია მოლაშხია, სერგი ორმოცაძე და ელენე ნასარაია, შექმნა ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ზღვაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.
მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მოსწავლეთა კომპანია საქართველოს სახელით იასპარეზებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება 2026 წლის ივლისში.
მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - დეკანოზი ილია ხინიკაძე, დირექტორის მოადგილე - პირიმზე რურუა, X2 კლასის ხელმძღვანელი - მღვდელი ირაკლი ხიტირი.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს ნიჭიერ და მიზანდასახულ მოსწავლეებს - ანასტასია მოლაშხიას, სერგი ორმოცაძეს და ელენე ნასარაიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა