სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენ​ით ჰოვანეს თუმანიანის მოთხრობის გმირები გააცოცხლეს
15-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში 14 მაისს გაიმართა თეატრალური წარმოდგენა მეორე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. წარმოდგენა მოამზადა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჰაიკანუშ გადიანმა ჰოვანეს თუმანიანის მოთხრობის - „სულელი კაცი“-მიხედვით.

სპექტაკლის სიუჟეტი საინტერესოდ იყო წარმოდგენილი, მუსიკალური გაფორმებით და მცირე ცვლილებით. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ცოდნა ყველაზე კარგი იარაღია ბოროტების დასამარცხებლად.

როგორც სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი გვეუბნება, წარმოდგენა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ მონაწილეთა შორის იყოს სსსმ მოსწავლე, რომელმაც საუკეთესოდ შეასრულა მთავარი პერსონაჟის როლი.

დირექტორს ახარებს, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო შემოქმედებითი და მუსიკალური უნარები, რომელთა განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პედაგოგ ჰაიკანუშ გადიანს. 

სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და დიდ მადლობას უხდიან მასწავლებელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის, მათი მრავალმხრივი უნარების განვითარებისა და სასწავლო პროცესის საინტერესოდ, ნაყოფიერად წარმართვისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება