| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს.
სკოლას ეწვივნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე–11 კლასების მოსწავლეები, რომელთაც სტუმრებმა გააცნეს ლიცეუმის საგანმანათლებლო გარემო, ღირებულებები და ის მრავალმხრივი შესაძლებლობები, რომელსაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულება ახალგაზრდებს სთავაზობს.
სტუმრებმა მოსწავლეებს დეტალურად უამბეს კადეტთა ლიცეუმში სწავლების სპეციფიკაზე, სასწავლო პროგრამებზე, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სამომავლო პროფესიულ პერსპექტივებზე.
ს️ამხედრო მოსამსახურეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობა, სამხედრო სამსახურის ძირითადი პრინციპები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა