სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ტყე და მისი ბინადრები“ - გარემოსდაცვითი პროექტი მამხუტის საჯარო სკოლაში
15-05-2026
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა გარემოსდაცვითი პროექტი - „ჩვენი ტყე და მისი ბინადრები“, რომლის მიზანი მოსწავლეებში ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება იყო.

პროექტის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პლაკატები და პრეზენტაციები ტყეში მცხოვრები ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ტყის ეკოსისტემის მნიშვნელობაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვაზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც ბუნებას ეკოლოგიური პრობლემების შედეგად ექმნება.

პროექტის პრაქტიკული ნაწილი სოფლის ტყის დასუფთავებას დაეთმო. მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში ტყის ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს. 

პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება