| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
ეს იყო ნამდვილად შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელმაც სპორტზე შეყვარებული ბავშვები გააერთიანა.
ტურნირი ძალიან საინტერესოდ და დინამიურად წარიმართა. გოგონებმა და ვაჟებმა შესანიშნავი თამაში, ტექნიკა და ნამდვილი სპორტული აზარტი გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მთავარი მიზანი, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება იყო.
„განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს ჩვენი მოსწავლეების შედეგები გვაძლევს: შეჯიბრის შედეგად, გორელოვკის №1 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - ალინა მიროშნიკოვა და ჟირაირ მარკოსიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდის წევრები გახდნენ! ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას, ახლა ისინი ჩვენს სკოლას უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩენენ“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდა კუთვნილი მედლებითა და საპატიო სიგელებით. სკოლის ადმინისტრაცია გულწრფელ მადლობას უხდის მერიის წარმომადგენელს, ვალერი ბროიანს, სასპორტო სკოლის მწვრთნელს, აშოტ საგოიანს, ასევე გორელოვკის N1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელ ალექსანდრე კალმიკოვს, მოსწავლეების მხარდაჭერისა და მათ სპორტულ წარმატებებში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
„მადლობას გიხდით ჩვენი ბავშვების მხარდაჭერისა და ახალგაზრდულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის!“- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა