| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ნიჭისა და უანარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა „თოჯინური სპექტაკლი“ დადგეს.
ფერადი დეკორაციებით, თოჯინებითა და, რა თქმა უნდა, თავად ბავშვების მონაწილეობით სცენაზე გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ზღაპარი „წითელქუდა“.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი ემოციები აჩუქეს.
„ჩვენს სკოლაში „თოჯინების თეატრმა“ დღეს ნამდვილად სიხარულით სავსე ხალასი სამყარო შექმნა. პატარა მსახიობების გულწრფელობით სავსე ემოციებმა წარმოდგენა კიდევ უფრო განსაკუთრებული და ღირებული გახადა, რისთვისაც ვმადლობთ მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიებიდან ფოტო-ვიდეო ფრაგმენტებს გვიზიარებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა