| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

12 მაისს მსოფლიოში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაც გამოეხმაურა. სკოლის მოსწავლეთა საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება და მადლიერება გამოხატა სკოლის ექთნის - ეგისაბეტ ღაშხჩიანის მიმართ, რომელიც მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
მოსწავლეებმა მას პროფესიული დღე თბილი სიტყვებითა და კეთილი სურვილებით მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ექთნის კაბინეტს ესტუმრნენ, სადაც პირველადი დახმარების ძირითადი წესები და პრაქტიკული რეკომენდაციები გაეცნენ.
შეხვედრა საინტერესოდ და შემეცნებითად წარიმართა - მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, როგორ გაუწიონ პირველადი დახმარება დაზარალებულს და რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და სწორი რეაგირება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა