| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც ინგლისური ენის საერთასორისო დღეს მიეძღვნა.
ამ დღეს სკოლაში განსაკუთრებით სადღესასწაულო და თბილი ატმოსფერო სუფევდა. დარბაზი ფერადი პლაკატებით იყო მორთული და ჰაერში აღფრთოვანება და მოლოდინი იგრძნობოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინგლისური ენის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ ყველა გააერთიანა: მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც საერთო იდეის გარშემო შიკრიბნენ: ენის სიყვარული და დაფასება.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი დაესწრო, რომელიც ინტერესით ადევნებდა თვალყურს მოსწავლეთა გამოსვლებს. სცენა ნამდვილ ხელოვნების პლატფორმად გადაიქცა.
მოსწავლეებმა ულამაზესი სანახაობა წარმოადგინე და ინგლისურ ენაზე ცნობილი გამონათქვამები გამომხატველობით წაიკითხეს.
„მათი შესრულება იყო თავდაჯერებული და შთამაგონებელი და ადასტურებდა, რომ ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ კულტურისა და აზროვნების გამოხატულებაცაა.
სადღესასწაულო ატმოსფერო გამდიდრდა მხიარული ცეკვებითა და მელოდიური სიმღერებით, რომლებმაც დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა კულტურულ სამყაროში გადაიყვანა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „ფიფქიას“ შესრულებამ, სადაც მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟები განასახიერეს და სცენაზე საყვარელი ისტორია გააცოცხლეს. მათი შესრულება სავსე იყო ემოციებით, გულწრფელობითა და შემოქმედებითი მიდგომით“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა