| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ციფრული უნარების განვითარებასა და ვიზუალური პროგრამირების სწავლებას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა.
მე-4 (ა, ბ და გ) კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე ვიზუალური პროგრამირების Code.org-ის საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენებით, დამოუკიდებლად ააგეს ალგორითმები და გადაჭრეს სხვადასხვა სირთულის ლოგიკური ამოცანები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწავლების ეს მეთოდი არა მხოლოდ პროგრამირების საწყისებს აცნობს მოსწავლეებს, არამედ ეფექტურად ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს. გაკვეთილი აღმოჩნდა განსაკუთრებულად პროდუქტიული და შემეცნებითი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა