| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“- ამ სახელწოდებით სათხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ღონისძიება ატარებდა, როგორც ღრმა საგანმანათლებლო ხასიათს, ისე გაჯერებული იყო მრავალფეროვანი შემოქმედებითი და საზეიმო ნომრებით.
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. ასევე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს
ღონისძიებაში მე-5-დან მე-11 კლასამდე მოსწავლეები მონაწილეობდნენ,მასწავლებლების - აიდა ჩახოიანის, ელმირა ბროიანის, ანჟელა ბაღოიანის, ნუნე ჩოგანდარიანისა და შუშანიკ არუტუნიანის ხელმძღვანელობით.
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა