| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ორიგინალურად აღინიშნა.
14 აპრილს, სკოლაში ძველი ქართული თამაში -„ლახტი“ - გააცოცხლეს. კონცეფცია - „თამაშად და მიჩანს მღერად“, პრაქტიკულად განხორციელდა. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ძველ თამაშს ახალი საგანმანათლებლო სული შთაბერეს. ლახტებზე დამაგრებული QR კოდებით შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში იმოგზაურეს.
თამაში ნამდვილ სტრატეგიულ ბრძოლად იქცა. მოსწავლეებმა Mentimeter-ით შექმნილი კითხვების საშუალებით ამოხსნეს აკროსტიხი და ამოიცნეს მთავარი სიტყვა - „ამარტი“ მინიშნება კი ასეთი იყო:
„თქვენ არ მიცნობთ, თუმც გახლავართ,
ძვირფასი ქვა-დარდიანი,
გაზაფხულსაც მოგაგონებთ,
თუ გაქვთ ალღო საზრიანი“.
დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და „დედაენას“ საკუთარი ნახატები, ვიზუალური სამახსოვროები და თვალსაჩინოებები მიუძღვნეს.
„ჩვენი ვალია, ცოდნითა და პასუხისმგებლობით, როგორც ნამდვილმა მცველებმა, დავიცვათ ენის უძვირფასესი ციხესიმაგრე.
დიდი მადლობა მასწავლებლებს: ლიანა ნინიძეს, ბადრი ჯაველიძეს, აქვსენტი ქუთათელაძეს, დავით კიღურაძეს, თამარ ინწკირველს, იამზე ღლონტს, რომელებიც დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ამ საქმეში. უდიდესი მადლობა ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა