| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, 4 მაისს, კულტურის სახლში გამართულ მუსიკალურ ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა.
გუნდი სახელად „ალეგრო“ კონკურსზე წარმატებით წარდგა.
როგორ სკოლაში გვეუბნებიან, „ალეგრო“ გამოცოცხლებისა და დინამიკის სიმბოლოა, სკოლის გუნდმაც უშრეტი ენერგია აჩვენა - შეხვედრის ბოლომდე ყველა აქტივობაში ჩაერთო: უპასუხა კითხვებს. მოსწავლეებმა დარბაზთან ერთად იმღერეს და იცეკვეს.
მოსწავლეებმა გამოავლინეს გამორჩეული მუსიკალური განათლება, ფენომენალური მეხსიერება და ნამდვილი საკონკურსო უნარები - ბოლომდე ბრძოლა და პოზიტივის შენარჩუნება.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მადლობას უხდიან ყველას ვისაც ახალგაზრდების წარმატებაში მიუძღვის წვლილი.
განსაკუთრებული მადლობა ირმა მასწავლებელს - გაწეული შრომისა და აკადემიურობისათვის! თქვენი თავმდაბლობით დიდებული ადამიანი ბრძანდებით!
ასევე, - გუნდის კაპიტანს, მარიამ ქურასბედიანს - იმ უდიდესი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც გუნდს ბოლომდე უწინამძღვრა
გუნდის წევრებს: ბარბარე წყავზარაძეს, ბარბარე ომიაძეს, მელიტა ტოხვაძეს, ნია ტოხვაძეს, მარიამ გოგიბერიძეს, ბარბარე გოგიბერიძეს-თქვენი პასუხისმგებლობისთვის, ნიჭისა და იმ სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭეთ.
ბატონ ჯუმბერი ნინიძეს - ჩვენს მძღოლს, რომელმაც სრულიად უანგაროდ უზრუნველყო ბავშვების ტრანსპორტირება
მადლობას ვუხდით ჟიურის წევრებსა და ვიქტორინის ორგანიზატორებს მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა