| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავი აღინიშნა.
ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი არმენაკ ასატრიანი და პედაგოგი არმინე კირაკოსიანი.
ღონისძიება ქართული ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. შექმნეს პლაკატი, სადაც ისტორიული მოვლენის ამსახველი ინფორმაცია დაიტანეს.
ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს ესტუმრნენ, ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მემორიალთან სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი და მემორიალის ისტორიის შესახებ მოუთხრო მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა დირექტორისგან გაიგეს, რომ ხორენიიდან ომში107 ადამიანი იყო გაწვეული, მათგან 46 არ დაბრუნებულა. არმენაკ ვარდანიანი და ვარდ პეტროსიანი კი ჩასულან ბერლინში და „ქოჩარი“ უცეკვიათ. ხოლო, ხორენიაში დაღუპულთა მემორიალი აღუმართავს კარენ სეროფიანს და რესტავრაცია გაუკეთებია თელმან სურმალიანს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა