| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები მხარდაჭერილია, შემოქმედებითობა კი წახალისებული, რაც მოზარდების შესაძლებლობებზე აისახება.
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ნიღბების თეატრში გაიმართა მუსიკალური წარმოდგენები - „ვერის უბნის მელოდიები“, „ქეთო და კოტე“ და „ჩხიკვთა ქორწილი“.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, მაყურებლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობით, ემოციითა და შემოქმედებითი უნარებით წარდგნენ და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები.
მოსწავლეთა პედაგოგი ნათია მუშკუდიანი გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მათ წარმატების მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, 38-ე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა