| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც ატარებდა ღრმა საგანმანათლებლო შინაარსს, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის განვითარების გზა და ხაზი გაუსვეს ქართული ენის მნიშვნელობასა და ღირებულებას.
ღონისძიება მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კიპაროიძე და მუსიკის მასწავლებელი სალომე ხუციშვილი.
იხილეთ ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა