სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი დავალება და ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი პოსტერები, თოჯინების თეატრი და კომიქსები
15-05-2026
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, შემოქმედებითი დავალება - My Alien Family, რომლის ფარგლებში მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, საკუთარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გამოყენებით, შექმნეს საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები.

მათ წარმოადგინეს პოსტერები, თოჯინების თეატრი და კომიქსები, სადაც თითოეული პერსონაჟი უნიკალური, გამოგონილი სამყაროს ნაწილია და სრულად მოსწავლეთა წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს.

დავალების მიზანი იყო ზეპირი მეტყველების განვითარება, შემოქმედებითი აზროვნების წახალისება და ინგლისურ ენაზე საკუთარი იდეების თავისუფლად და თავდაჯერებულად გადმოცემა.

დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „უცხოპლანეტელი“. ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია განსხვავებულობის მიმღებლობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9, ვიდეო10, 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება