| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, ტრადიციებით მდიდარ სასწავლო გარემოში კი მოსწავლის წარმატება და განათლება უმთავრესი პრიორიტეტია - სწორედ ამ ფასეულობებზე დგას მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიაგეორარხის საჯარო სკოლა, სადაც დღეისთვის 230 მოსწავლე ირიცხება.
etaloni.ge-სთან საუბარში, დირექტორი ფარმან გურბანოვი აღნიშნავს, რომ წელს 20 კურსდამთავრებულს გააცილებენ ცხოვრების ახალ ეტაპზე და მათგან ნახევარი სწავლის გაგრძელებას გეგმავს, რაც სკოლის აკადემიური სიძლიერის დასტურია.
დირექტორი იმასაც გვიმხელს, რომ დაახლოებით 26 პირველკლასელს ელოდებიან და გვესაუბრება სკოლაში ქართული სექტორის არსებობის მნიშვნელობაზე, „რაც მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ბავშვების სამოქალაქო ინტეგრაციას“.
„ყოველ წელს სკოლაში დიდი მზადებაა, ორმაგი ემოციითაა დატვირთული - ერთი მხრივ, კურსდამთავრებულთა გაცილება, მეორე მხრივ კი, პირველკლასელთა მიღების სიხარულია... სკოლის უპირველესი მისიაა, პატარებს პირველივე დღიდან შეუქმნას თბილი, საზეიმო და სასიამოვნო გარემო. განსაკუთრებული მზრუნველობით, თბილი დამოკიდებულებითა და ლამაზი ღონისძიებებით პედაგოგები ბავშვებს პირველივე ნაბიჯებიდან აჩვევენ სკოლის სიყვარულს, რათა ეს კედლები მათთვის მეორე სახლად იქცეს“, - ამბობს .
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, საგაკვეთილო პროცესის მაღალ ხარისხს 26 კვალიფიციური პედაგოგი უზრუნველყოფს. მასწავლებლები დაუღალავად ცდილობენ, სწავლების პროცესი თითოეული მოსწავლის ინტერესებს მოარგონ, ეს შრომა კი უდავოდ აისახება ბავშვების მიღწევებზე.
აქვე ხაზგასასმელია, რომ სკოლის მთავარი საყრდენი მისი გამოცდილი ხელმძღვანელია. ფარმან გურბანოვი სკოლაში უკვე 55 წელია მოღვაწეობს. მისი პედაგოგიური გზა 1972 წლიდან, ფიზიკის მასწავლებლობით დაიწყო, რასაც მოჰყვა 10 წელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო შემდეგ სკოლის ხელმძღვანელობა:
„წარმოიდგინეთ, ამდენი წელია ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა. ვერ გეტყვით, რომ იოლია, მაგრამ უნდა მონახო ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომ გაიგო ბავშვის ფსიქოლოგია, მიუდგე ისე, როგორც მისი ფსიქიკა მოითხოვს. არაა პედაგოგობა იოლი - მოწოდებით მასწავლებელი ხარ ან არ ხარ, შუალედი არ არსებობს“, - აღნიშნავს დირექტორი და გული სწყდება, დღევანდელი თაობა სულ უფრო ნაკლებად რომ კითხულობს წიგნს:
„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, ახალგაზრდებო, გიყვარდეთ წიგნი! მოინდომეთ და იყავით განათლებულები, რადგან მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“, - აღნიშნავს ფარმან გურბანოვი მამობრივი მზრუნველობით, რომლის ხელმძღვანელობით დამიაგეორარხის საჯარო სკოლა აგრძელებს ტრადიციას - ბავშვებს აძლევს ხარისხიან განათლებას, უნერგავს მათ შრომისმოყვარეობას და ზრდის ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა