სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლიდან STEAM კლუბი დაფუძნდება
13-05-2026
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლაში სასიხარულო სიახლეა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „STEAM განათლება“ - ფარგლებში, თბილისის N190 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, გურანდა გაბუნიამ, წარმატებით გაიარა მრავალეტაპიანი კონკურსი და შეირჩა STEAM კლუბის ლიდერ მასწავლებლად.

პროგრამაში მონაწილეობა მოიცავდა რეგისტრაციას, მოსამზადებელ ვებინარებს, პრეტესტსა და კონკურენტულ ტესტირებას, რომლის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ საუკეთესო მონაწილეები. მომდევნო ეტაპზე თბილისის N190 სკოლის მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან STEAM ბანაკში, სადაც დაეუფლება თანამედროვე ტექნოლოგიური და ინტეგრირებული სწავლების პრაქტიკულ მეთოდებს.

2026-2027 სასწავლო წლიდან კი სკოლაში დაფუძნდება STEAM კლუბი, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას:

  • იმუშაონ რეალურ პროექტებზე;
  • განივითარონ ტექნოლოგიური, საინჟინრო და შემოქმედებითი უნარები;
  • შექმნან ინოვაციური იდეები და აქციონ ისინი რეალურ პროტოტიპებად;
  • მიიღონ მონაწილეობა კონფერენციებსა და კონკურსებში.

STEAM განათლება აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას და თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გუნდურ მუშაობას, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური აზროვნების უნარებს.

„ვამაყობთ ჩვენი სკოლის წარმატებით და გვჯერა, რომ STEAM კლუბი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეების მომავლისთვის! გმადლობთ, ქალბატონო გურანდა, გაწეული, თავდაუზოგავი შრომისთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ირინე გაგოშიძე და სიახლეს დიდი სიხარულით გვიზიარებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება