| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს მე-8ბ კლასის მოსწავლეთა განხორციელებული გრძელვადიანი ინტეგრირებული პროექტის - „Jason et Médée - La Toison d'Or“ - შედეგს.
პროექტი განახორციელეს ფრანგული ენის პედაგოგმა სოფიო მურუსიძემ და ხელოვნების პედაგოგმა ელენე წერეთლმა. სასკოლო საზოგადოებამ იხილა არა მხოლოდ ფრანგულენოვანი სპექტაკლი, არამედ ნამდვილი შემოქმედებითი დღესასწაული.
ამ წარმატებაში დიდი წვლილი ხელოვნების პედაგოგს მიუძღვის. სწორედ მისი დახმარებითა და პროფესიონალური ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შექმნეს შთამბეჭდავი დეკორაციები და მთავარი სიმბოლო - ოქროს საწმისი, რომელმაც სცენას განსაკუთრებული ესთეტიკა შესძინა. ხელოვნება გახდა ის ხიდი, რომელმაც ფრანგული სიტყვა და ემოცია ერთმანეთთან დააკავშირა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ ენის ცოდნა და კრეატიულობა განუყოფელია.
„მადლობა ყველას, ვინც ამ დიდ მოგზაურობაში გვერდით გვედგა. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მოსწავლეს - ნინი სახამბერიძეს , რომლის დახმარებით დაიდგა ბერძნული საყოველთაოდ ცნობილი ცეკვა „სირტაკი“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა