| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
11 მაისს მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებთან ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „თავდაჯერებულობა და თვითშეფასება".
შეხვედრას უძღვებოდა ამავე სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი ლიკა ბიბილაშვილი.
შეხვედრის ხელმძღვანელმა და მონაწილეებს ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს სჯეროდეს საკუთარი თავის და აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს.
მონაწილეებმა კარგად გაიაზრეს თუ რამდენად მოქმედებს თვითშეფასება ჩვენს ქცევაზე, ემოციებსა და ურთიერთობებზე.
ასევე პრეზენტაციის დროს განხილული იყო ის კონკრეტული ტექნიკები, რაც ადამიანს ეხმარება თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. ასევე, როგორ შეიძლება საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა და რატომ არის მნიშვნელოვანი შეცდომების მიღება, როგორც განვითარების ნაწილი.
„ეს აქტივობები, რომელიც გამოყენებული იყო პრეზენტაციის პარალელურად, დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ დაფიქრებულიყვნენ საკუთარ შესაძლებლობებზე, ემოციებსა და მიზნებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
საბოლოო ჯამში შეხვედრა მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა საინტერესო, სახალისო , ინფორმაციული და მოტივაციის მომცემი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა