სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„Go Green - ვიცხოვროთ მწვანედ!“- სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-05-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში XI კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული პროექტი “Go Green” განახორციელეს.

პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო გელაშვილი და გეოგრაფიის მასწავლებელი ნანა გახოკიძე.

პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი და უცხო ენების, რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი პრობლემების გააზრება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობის გაცნობიერება და ეკომეგობრული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ტყეების გაჩეხვა, ნარჩენების შემცირება, გადამუშავება და გარემოზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. მათ მოიძიეს ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, დაახარისხეს მასალები, იმსჯელეს პრობლემების მიზეზებსა და შედეგებზე, წარმოადგინეს გადაჭრის გზები და შექმნეს საინტერესო სასწავლო პროდუქტები.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, პოსტერები, კედლის გაზეთი და მინი-მაკეტი/დიორამა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, არამედ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის, კვლევის, ანალიზის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, შემოქმედებითი მიდგომა და პასუხისმგებლობა. მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება თითოეული ჩვენგანის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით“,- აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექტორი მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებლებს - ნინო გელაშვილსა და ნანა გახოკიძეს საინტერესო, აქტუალური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის.

„ასევე მადლობა სკოლის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ელენე გრიგორიადისს, და რუსული ენის მასწავლებელს, ქალბატონ დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელს, პროექტზე დასწრებისა და მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის.

გარემოს დაცვა მომავალი თაობების წინაშე ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მადლობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმ შრომისთვის, შემოქმედებითობისთვისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის, რომელიც ამ პროექტში გამოავლინეს

ვულოცავთ XI კლასის მოსწავლეებს წარმატებით განხორციელებულ პროექტს და ვუსურვებთ მათ მომავალშიც აქტიურ, შემოქმედებით და გარემოზე მზრუნველ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება