| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

7 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში გაიმართა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია - „ანბანი, რომელიც გვიყვება ისტორიას“.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა.
სკოლა ღირსეულად წარმოადგინა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ელზა ქავთარაძემ, რომელმაც აუდიტორიას გააცნო საინტერესო პრეზენტაცია - „ქართული ანბანის ისტორია, განვითარება და ცოცხალი კულტურა, ქართული დამწერლობის სამი სახეობის შედარება“.
მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ქართული ანბანი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის ცოცხალი მატიანეა.
არხილოსკალოს საჯარო სკოლა და სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე მადლობას უხდის დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს ასეთი მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, მასპინძელ სკოლას გულთბილი მიღებისთვის, ხოლო ქალბატონ ელზა ქავთარაძეს სკოლის ღირსეულად წარმოჩენისა და აქტიური მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა