სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა
14-05-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, 7 მაისს, შემოქმედებითობით, ფერებითა და ბავშვური ფანტაზიით გამორჩეული დღე გაიმართა.

სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, თეა გონაშვილმა, თავის კლასებში მოაწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც მოზარდებმა წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი, ფანტაზია, შემოქმედებითი ხედვა და გულმოდგინე შრომა.

გამოფენის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება და მათი ნამუშევრების სასკოლო საზოგადოებისთვის წარმოჩენა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრებით გადმოეცათ ემოციები, იდეები და ინდივიდუალური ხედვა. გამოფენის შედეგად მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაიღრმავეს თვითგამოხატვის, პრეზენტაციისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. მათ გაუძლიერდათ თავდაჯერებულობა და მოტივაცია, რადგან მათი შრომა დაფასდა და ფართო სასკოლო საზოგადოებამ იხილა. ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და საჩუქრები აქტიური მონაწილეობისა და შემოქმედებითი შრომისთვის.

სკოლის დირექტორი, მაია სიმონიძე, მადლობას უხდის პედაგოგ თეა გონაშვილს საინტერესო და შთამბეჭდავი გამოფენის ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს - ლამაზი და მრავალფეროვანი ნამუშევრებისთვის, მშობლებსა და მხარდამჭერებს კი - თანადგომისა და ამ განსაკუთრებული დღის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის.

„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას და ვუსურვებთ მათ კიდევ მრავალ შემოქმედებით მიღწევას“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება