სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხული დედაენიდან იწყება“ -  ქართული ენის სიყვარულით გამთბარი, შემოქმედებითი ღონისძიება არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 
13-05-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და დედაენის სიყვარულით გამთბარი, შემოქმედებითი ღონისძიება - „გაზაფხული დედაენიდან იწყება“ გაიმართა.

ღონისძიება განახორციელა დაწყებითი III კლასის დამრიგებელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ელზა ქავთარაძემ, თავის სადამრიგებლო - III და I კლასების მოსწავლეებთან ერთად.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი წარმოაჩინეს ქართული ანბანის სილამაზე, დედაენის მნიშვნელობა და სამშობლოს სიყვარული. ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოში გაზაფხული მხოლოდ ბუნებაში არ მოდის - იგი მოდის პირველ ამოკითხულ სიტყვებში, ქართულ ასოებში, სიმღერებში, ბავშვების გულწრფელ ხმებსა და სიყვარულით ნათქვამ ფრაზებში.

პატარებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული ანბანი, წარმოაჩინეს, რომ თითოეულ ასოს აქვს თავისი ფერი, სული და ფესვი.

„მათმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ენა არის სამშობლოს ფესვი და სული, ხოლო დედაენის სიყვარული ბავშვობიდან იწყება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მუსიკის მასწავლებელი ნატო აფციაური, რომელმაც მოსწავლეთა წარმოდგენას მუსიკალური სილამაზე და განსაკუთრებული ემოციურობა შესძინა. ასევე აღსანიშნავია I და III კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა და მხარდაჭერა, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილი და ოჯახური გარემო შეუქმნა.

სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე მადლობას უხდის ქალბატონ ელზას, მის მოსწავლეებს, მშობლებსა და ქალბატონ ნატო აფციაურს ასეთი შინაარსიანი, შემოქმედებითი და სიყვარულით სავსე ღონისძიების განხორციელებისთვის.

„ქართული ანბანი ჩვენი სიამაყეა, დედაენა - ჩვენი სული, ხოლო ასეთი დღეები ბავშვებში აძლიერებს მშობლიური ენის, კულტურისა და სამშობლოს სიყვარულს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება