სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაიცანი საქართველო“ - ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 
13-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს - „გაიცანი საქართველო“.

აღნიშნული პროექტი მოიცავს 2025-26 სასწავლო წლის მეორე სემესტრს.

ორი სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, განახორციელეს მრავალი აქტივობა, ერთ-ერთი გახლდათ სასკოლო კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო პროექტის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის პრეზენტაცია.

თემატიკა იყო საკმაოდ მრავალფეროვანი: ენა, რელიგია, კულტურა, სამზარეულო, ტრადიციები, საქართველო-მულტიკულტურულ და მრავალეთნიკურ ჭრილში, საქართველოს კუთხეები და თვალსაჩინოებები, ისტორია და სახელმწიფო სიმბოლიკა.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ღონისძიება გაგრძელდა არაფორმალურ გარემოში.

„ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის აქტივობები და პროექტები მრავალი მიმართულებით არის სასარგებლო, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია: გუნდურობის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და დაგეგმვის უნარის, ასევე ენობრივი კომპეტენციის განვითარება(არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის)“,- გვეუბნებიან ტურცხის საჯარო სკოლააში და დასძენენ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემაჯამებელი აქტივობა- შემეცნებითი ექსკურსია ისტორიულ ადგილებში, რომელიც კიდევ ერთხელ გააერთიანებს ორივე სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.

პროექტის ხელმძღვანელი თამარ დევდარიანი მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის კოთელიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნინო ბერიძეს და ტურცხის საჯარო სკოლის ბილინგვური განათლების სპეციალისტ შუშანა ქედლიანს. ასევე, ორივე სკოლის ადმინისტრაციას ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.

კოთელიისა და ტურცხის საჯარო სკოლების ადმინისტრაცია მიესალმება მსგავს პროექტებს, მადლობას უხდის ორგანიზატორ პედაგოგებსა და პროექტის მონაწილე მოსწავლეებს. წარმატებებს უსურვებს და მზადყოფნას გამოთქვამს შემდგომი თანამშრომლობისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება