სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეთა უპრეცედენტო წარმატება უნივერსიტეტის კონფერენციაზე
13-05-2026
-
+


შპს N1 (გოქაძის) სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე აისახება. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო კონფერენციაზე - British, American and Georgian Cultural Studies - შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეებმა უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს და პირველი სამი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

კონფერენცია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაა, წელსაც მრავალფეროვანი იყო. მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, თუმცა N1 გოქაძის სკოლის მოსწავლეებმა განსაკუთრებული მომზადებითა და საინტერესო ნაშრომებით ჟიურის ყურადღება მიიპყრეს. 

I ადგილი დაიმსახურა ანადეა დეისაძემ, რომელიც კონფერენციაზე წარდგა თემით - Where Music Takes Different Forms. მისი პედაგოგი სალომე ასათიანი გახლავთ. 

II ადგილი დაიკავა თეკლა ღვალაძემ თემით - Georgian, American and British Culture. მას ინგლისურ ენას პედაგოგი ელენე ბიბილურიძე ასწავლის. 

III ადგილზე კი გავიდა გიორგი ჩხოლარია. მისი საკონფერენციო თემის სახელია - Health without extremes. პედაგოგი ეკატერინე ჭარბაძე. 

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომას, მონდომებასა და სწორ ხედვას ყოველთვის მოაქვს საუკეთესო შედეგი! ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებით და მათი მასწავლებლებით, რომლებმაც რეგიონის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება