| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა.
პედაგოგმა, სალომე ლორთქიფანიძემ V და VI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარა საინტერესო ღონისძიება, სადაც გაიხსენეს მისი ბიოგრაფია, გააცოცხლეს მისი შემოქმედება და არაერთი საყვარელი პერსონაჟი.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ემოციითა და ინტერესით წარმოაჩინეს სამყაროს ის სითბო და ადამიანურობა, რაც დუმბაძის ნაწარმოებებს ასე გამორჩეულს ხდის.
შემდეგ კი ამ შთაბეჭდილებებით გაემართნენ ექსკურსიაზე - მოინახულეს მისი სახლ-მუზეუმი, სადაც ახლოდან ნახეს მწერლის ცხოვრება და გარემო.
„ადგილზე ნანახმა კიდევ უფრო გაამყარა ის ემოცია, რაც სკოლაში შევქმენით“,- გვიყვება ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი.
მოსწავლეთა მოგზაურობა კი გაგრძელდა სულიერი სიმშვიდის ადგილებში - მოინახულეს შემოქმედის მონასტერი და ერკეთის დედათა მონასტერი, სადაც განსაკუთრებული სიმშვიდე და სიწმინდე ვიგრძენით.
„დღის ბოლოს კი ბუნების საოცარ სილამაზეს შევერწყით - ნაბეღავის ულამაზეს გარემოში, სადაც მწვანე ფერები და სუფთა ჰაერი განსაკუთრებულად გვამშვიდებდა. ეს დღე იყო ცოდნის, კულტურის, სულიერების და ბუნების ჰარმონიული შერწყმა - დღე, რომელიც კიდევ დიდხანს დაგვრჩება გულში“,- დასძენს პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა