სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 სკოლის მე-3 კლასელებმა უშუალოდ მწერლისა და ილუსტრატორისგან მოისმინეს თუ რა გზას გადის წიგნი იდეიდან გამოცემამდე
13-05-2026
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, სტუმრობდნენ ეროვნული სასახლის მედიათეკას და მონაწილეობა მიიღეს საავტორო პროექტში „მწერლის ლაბორატორია“.

პროექტის მოდერატორია მედიათეკის მთავარი სპეციალისტი, მწერალი და მხატვარ-ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე.

ეროვნული სასახლის მედიათეკის პროექტი - „მწერლის ლაბორატორია“ მიზნად ისახავს  მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, მათი  შემოქმედებითი აზროვნებისა და უნარების განვითარებას.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მწერლისგან და ილუსტრატორისგან მოესმინათ, რა გზას გადის წიგნი იდეიდან გამოცემამდე, რა შეიძლება გახდეს ტექსტისა თუ ილუსტრაციის შთაგონება,  როგორ იქმნება სიუჟეტი, ან იქმნება და იხატება პერსონაჟი;  გაეცნენ წიგნის ტიპებს,  წიგნის ილუსტრირების სხვადასხვა მეთოდებს, სასახლის ბიბლიოთეკაში დაცულ რარიტეტულ საბავშვო გამოცემებს; მონაწილეობდნენ  ლიტერატურულ, შემოქმედებით, ინდივიდუალურ  და გუნდურ აქტივობებში. ასევე  მიიღეს საინტერესო რჩევები შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.

„მადლობა პროექტის მოდერატორსა და  მედიათეკის მთავარ სპეციალისტს, მწერალსა და მხატვარ-ილუსტრატორს - ლელა ცუცქირიძეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება