სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლანჩხუთის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს
13-05-2026
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ანდრია პირველწოდებულის ქართლად შემოსვლისა და კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებულ ჯიხეთისა და ორაგვეს დედათა მონასტრებს, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობისა და ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმებს სტუმრობდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე მათთვის იყო როგორც სულიერი განწმენდის, ისე შემეცნებისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა. გარკვეული პასუხისმგებლობაც ქვეყნის წარსულისა და მომავლის წინაშე. 

დღის ბოლოს ტრადიციისამებრ გზად შემხვედრ სოფელ აცანის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გამოიარეს და თანმხლებ პედაგოგებთან ერთად მეგობრული სპორტული შეჯიბრებებიც ჩაატარეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება