| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრები აქტიურად Ჩაერთვნენ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებში და სკოლაში დედამიწის დღის კვირეული გამოაცხადეს. ეკოკლუბელებმა შეკერეს ეკოჩანთები, რომლებიც წარმოადგენს ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივას.
შეარჩიეს თემატური ილუსტრაციები, რომლებიც ასახავს დედამიწის მნიშვნელობასა და გარემოს დაცვის აუცილებლობას და ეკოჩანთები მოხატეს ფუნჯებით. ნამუშევრებში გამოიყენეს სიმბოლოები და შეხამებული ფერები, რომლებიც გამოხატავს ბუნების სილამაზეს, ეკოსისტემის დაცვას და ადამიანის პასუხისმგებლობას პლანეტის მიმართ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, პლასტიკის გამოყენების შემცირების პოპულარიზაცია და ეკომეგობრული ქცევების წახალისება.
მოსწავლეები შეეცადნენ, რომ ეს ჩანთები არ ყოფილიყო მხოლოდ პრაქტიკული ნივთი, არამედ გადაქცეულიყო გზავნილად და შეეხსენებინა თითოეულისთვის, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.
„აქტივობამ ხელი შეუწყო ეკოკლუბის მიზნების განხორციელებას და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას როგორც ეკოკლუბის წევრებისთვის, ისე გარშემომყოფებში. ვფიქრობთ, რომ ასეთი პატარა ნაბიჯები ხელს შეუწყობს დიდი ცვლილებების დაწყებას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა