სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განმუხურის საჯარო სკოლის ეზოში ეკოკლუბელებმა, მოხალისეებთან და პედაგოგებთან ერთად, ვერცხლისფერი ნაძვის, აზალიის, ნანდინასა და ფოტინიას ნერგები დარგეს
21-05-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეზოში ვერცხლისფერი ნაძვის, აზალიის, ნანდინასა და ფოტინიას ნერგები დაირგო. 

დედამიწის დღე ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის გვახსენებს გარემოს დაცვის აუცილებლობას და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ბუნების წინააღმდეგ. სწორედ ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, CENN-ის კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქალბატონმა მაია კოდუამ სკოლას სიმბოლური და ამავე დროს ძალიან ღირებული საჩუქარი გადასცა, ვერცხლისფერი ნაძვის, აზალიის, ნანდინასა და ფოტინიას ნერგები. ეს ინიციატივა არ ყოფილა მხოლოდ საჩუქრის გადაცემა, იგი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად მასწავლებლები და მოხალისე მოსწავლეები. მათ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ნერგები სკოლის ეზოში დაერგოთ, რაც არა მხოლოდ გარემოს გამწვანებას შეუწყობს ხელს, არამედ მომავალ თაობებსაც შეახსენებს ამ დღის მნიშვნელობას. დარგვის პროცესი განსაკუთრებული ემოციით იყო სავსე. თითოეულმა მონაწილემ თავისი წვლილი შეიტანა. ზოგი ნიადაგს ამზადებდა, ზოგი ნერგებს ათავსებდა, ზოგი მორწყვაზე ზრუნავდა.

„ეს ერთობლივი საქმიანობა გუნდურობის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის შესანიშნავი მაგალითი გახდა. მარადმწვანე ხეები, როგორც სიმბოლო სიცოცხლისა და განახლების. მომავალშიც შეინარჩუნებენ თავიანთ სილამაზეს და სკოლის გარემოს უფრო სასიამოვნოს და ეკოლოგიურად ჯანსაღს გახდნენ. დეკორატიული მცენარეები კი ეზოს მრავალფეროვნებასა და ესთეტიკურ ღირებულებას გაზრდიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება