| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გარდა იმისა, რომ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან, ზრუნავენ თანატოლების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე.
ეკოკლუბელებმა განახორციელეს დასუფთავების აქცია, რომელიც მოიცავდა სკოლის ეზოს ტერიტორიას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიზანი იყო ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით საკითხებში სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება, ჯანსაღი და სუფთა გარემოს შექმნა. ზიანის მომტანი ნარჩენების მოგროვება და მისი სათანადო ადგილზე გადატანა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა განასხვაონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და შეძლონ გადმოსცენ თავიანთი დამოკიდებულება არსებული პრობლემის მიმართ.
აქციის შედეგად გაიწმინდა სკოლის ეზო ნაძვების ნაზამთრალი ტოტებისგან.
ხელმძღვანელი მასწავლებლები ორგანიზებას უწევდნენ მოსწავლეთა საქმიანობას და მათ სხვადასხვა პერიმეტრზე ანაწილებდნენ.
მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნ. ჯიბლაძემ აღჭურვა ხელთათმანებითა და პოლიეთილენის პარკებით. მოხალისეებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ საერთო საქმეში.
ეკოკლუბელებმა იციან, რომ ასეთი ღონისძიებები ეხმარება მათ არა მარტო გარემოს დაცვაში, არამედ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში, გუნდურ მუშაობაᲨი, ერთმანეთის თანადგომაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა