სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა მდინარე ენგურის სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან დაასუფთავეს
19-05-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „თოლია“ აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას და გარემოს დაცვის მიმართულებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს.

ამჯერად, კლუბის წევრების ყურადღების ცენტრში მდინარე ენგური და მისი მიმდებარე ტერიტორია მოექცა.

განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მდინარე ენგურის სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან დაასუფთავეს. თუმცა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქცია მხოლოდ დასუფთავებით არ შემოფარგლულა - მოსწავლეებმა შეგროვილი ნაგვის დეტალური დახარისხება მოახდინეს, რათა დაედგინათ დაბინძურების ძირითადი წყაროები.

დახარისხების შედეგად გამოიკვეთა საყურადღებო ტენდენცია:

ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნივთებს შეადგენდა.

ჭარბობდა პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და სხვადასხვა სახის ერთჯერადი შეფუთვები.

ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ მდინარე ენგურის ეკოსისტემისთვის მთავარ საფრთხეს სწორედ მოსახლეობის მიერ დატოვებული ყოველდღიური მოხმარების ნივთები წარმოადგენს.

ეკოკლუბი „თოლია“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტერიტორიების ერთჯერად დასუფთავებას, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა გადამწყვეტია ბუნების შენარჩუნებისთვის.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში, ეკოკლუბი კვლავაც გეგმავს აქტიურ მუშაობას რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„თოლიას“ წევრები იმედოვნებენ, რომ მათი მაგალითი გადამდები აღმოჩნდება არა მხოლოდ მოსახლეობისათვის არამედ საზოგადოებისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება