სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თეთრი დათვი საფრთხეშია“ - განმუხურის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უფროსმა მეგობრებმა გლობალური დათბობის საფრთხეები გააცნეს
18-05-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ბავშვები პატარა ასაკშივე ითავისებენ თავიანთ როლს გარემოს კეთილდღეობაში.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გამართული შეხვერა, რომელიც მდგრადი განვითარების მე-13 მიზანს მიეძღვნა. 

მოსწავლეები  გაეცნენ პოლარული დათვის ცხოვრების პირობებს არქტიკაში, რომ ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ გარემოში, სადაც ტემპერატურა -45 გრადუსია, მეცნიერები შიშობენ, რომ არქტიკაში ყინულის დნობამ, რაც გლობალური დათბობის გამო ხდება 2050 წლისათვის შესაძლოა თეთრი დათვების 2/3 -ის დაღუპვა გამოიწვიოს.

უფროსი მეგობრებისგან მიღებული ცოდნით შთაგონებულმა პატარებმა საკუთარი ემოციები ნახატებში გადაიტანეს. მათ ნამუშევრებში ნათლად ჩანდა მთავარი სათქმელი „თეთრი დათვი საფრთხეშია“.

მიწოდებული ინფორმაცია უცხო და საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის.

„ეკოცნობიერების ამაღლება დაწყებითებში ნიშნავს უფრო პასუხისმგებლიან მომავალ თაობას, გარემოსადმი მზრუნველ საზოგადოებას, მდგრადი განვითარების კულტურის ჩამოყალიბებას, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. გლობალური პრობლემის გააზრება მსოფლიოში არსებული პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ამ თემებზე საბაზისო ცოდნა ბავშვებს უკეთ ამზადებს მომავლისთვის.  ეს დღე კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ცოდნის გაზიარებას დიდი ძალა აქვს. როდესაც უფროსი მოსწავლეები უმცროსებს გადასცემენ გამოცდილებას, სკოლაში იქმნება ერთიანი პასუხისმგებლიანი გარემო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება