სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„მინდა, ახალგაზრდებმა სწავლისა და შრომის ფასი იცოდნენ“... - ჰამბარცუმ მურადიანი, ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი
11-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ღადოლარის საბაზო საჯარო სკოლა იმ საგანმანათლებლო კერათაგანია, სადაც მცირე კონტინგენტი არა გამოწვევა, არამედ უდიდესი შესაძლებლობაა. 42 მოსწავლისთვის სკოლა მხოლოდ შენობა არ არის - ეს არის სივრცე, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომაზე, ურთიერთპატივისცემასა და მაღალ აკადემიურ სტანდარტებზეა დაფუძნებული.

სკოლის წარმატების ფორმულა მის პედაგოგიურ გუნდშია. 15 მასწავლებლიდან 90% სერტიფიცირებულია, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჰამბარცუმ მურადიანი, სიამაყით აღნიშნავს, რომ მცირე კონტინგენტი საშუალებას იძლევა, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა წარიმართოს.

„ჩვენთან სწავლება თითოეული ბავშვის შესაძლებლობებსა და უნარებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი კარგი შედეგი - არ ყოფილა წელი, რომ ჩვენს კურსდამთავრებულთა უმეტესობას სწავლა არ გაეგრძელებინა“, – ამბობს ბატონი ჰამბარცუმი და გვიმხელს, რომ წელს სკოლას 4 მოსწავლე ამთავრებს.

ჰამბარცუმ მურადიანისთვის ღადოლარის სკოლა მშობლიურია. იგი ამავე სოფლის მკვიდრია, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა. 13-წლიანი პედაგოგიური სტაჟი და 6-წლიანი მართვის გამოცდილება კი საშუალებას აძლევს, წარმატებული მენეჯერი იყოს.

„ჩემთვის მთავარია, სკოლაში ყველა დაცულად გრძნობდეს თავს. ოჯახური გარემო, უსაფრთხოება და პატივისცემა ის ღირებულებებია, რომლებზეც ჩემი საქმიანობა დგას. ვცდილობ, მოსწავლეებისთვის უფროსი მეგობარი ვიყო - ხან თბილი, ხან მკაცრი, როგორც სიტუაცია მოითხოვს“, - აღნიშნავს დირექტორი, რომელმაც რამდენიმე ყოფილი მოსწავლე, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პირადად დაასაქმა მშობლიურ სკოლაში, რითაც ხელი შეუწყო სოფელში ინტელექტუალური რესურსის შენარჩუნებას.

სკოლა უკვე დიდი მონდომებით ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის - 3-დან 5-მდე პირველკლასელს ელოდებიან. პედაგოგიური კოლექტივი კი ყველაფერს აკეთებს, რათა პატარებს სკოლა პირველივე დღიდან შეუყვარდეთ და თავი თბილ, მზრუნველ გარემოში იგრძნონ.

დირექტორის მთავარი გზავნილი ახალგაზრდებისადმი მარტივი და შთამაგონებელია: „მინდა, ახალგაზრდებმა სწავლისა და შრომის ფასი იცოდნენ. სწორედ დაუღალავი შრომით მიიღწევა ყველა დასახული მიზანი“, - ამბობს დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობით, ღადოლარის საჯარო სკოლა აგრძელებს თავის მისიას - აღზარდოს განათლებული, შრომისმოყვარე და ღირსეული თაობა, რომელიც საკუთარ სიტყვას იტყვის ქვეყნის განვითრებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება