სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას აქტიური და მიზანმიმართული საქმიანობა შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასაცავად
14-05-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრებმა, 2025 წლის მანძილზე, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში, არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავია აქტიური და მიზანმიმართული საქმიანობა შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასაცავად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მორიგი გასვლა სანაპიროზე არ იყო მხოლოდ ტრადიციული დასუფთავების აქცია - ეკოკლუბის წევრებმა ამჯერად ნარჩენების სიღრმისეული აუდიტი ჩაატარეს, რათა რეალურად დაენახათ, რა სახის დაბინძურება აზიანებს გარემოს.

მოსწავლეებმა სრულად დაასუფთავეს სანაპიროს დაახლოებით 400-მეტრიანი მონაკვეთი. შეგროვებული ნარჩენები არ გადაყარეს დაუხარისხებლად; თითოეული ნივთი დაითვალეს და დააჯგუფეს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სანაპიროს მთავარი დამაბინძურებელი ერთჯერადი პლასტმასია - აღმოჩნდა დაახლოებით 40 პლასტმასის ბოთლი და 40-ზე მეტი ხუფი. ასევე ნაპოვნი იქნა ორი მიტოვებული თევზის ბადე და გამოყენებული თოფის ვაზნები, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს სანაპირო ფაუნისთვის. გარდა ამისა, შეგროვდა სხვადასხვა ტიპის ფეხსაცმელი და ტექსტილის ნარჩენები.

აუდიტის პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ ნარჩენების არსებობა არ არის, არამედ ადამიანის დამოკიდებულება ბუნების მიმართ. სწორედ ამიტომ ეკოკლუბი „თოლია“ მხოლოდ დასუფთავებით არ შემოიფარგლა და დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კონკრეტული მონაცემებითა და მაგალითებით.

კლუბის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ცნობიერების ამაღლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური დასუფთავება. მათი მიზანია, განმუხურის ზღვის სანაპირო გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ პატარა ეკოკლუბს შეცვალოს მთელი თემის დამოკიდებულება გარემოს დაცვის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება