სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ჯეო სქაი“ მფრინავთა საერთაშორისო დღეს ერთ დიდ აეროპორტად იქცა
11-05-2026
-
+


მფრინავთა საერთაშორისო დღე სკოლა „ჯეო სქაიში“ შთამბეჭდავად აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლა ერთ დიდ აეროპორტად გადაიქცა. სტიუარდესები, პილოტები, ავიაინჟინრები - ყველა ერთად შეიკრიბა, რათა ბავშვებისთვის ავიაციის ჯადოსნური სამყარო კიდევ უფრო ახლოს გაეცნო.

სკოლაში მიიწვიეს სკოლის პარტნიორი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვების ყველა კითხვას ამომწურავი და საინტერესო პასუხები გასცეს.

სკოლას სტუმრობდნენ:

  • ავიაკომპანია TCA-ის ხელმძღვანელი თაკო ქორთოშიძე;
  • პილოტები -  დავით ქააძე, გიორგი ქორიძე;
  • უსაფრთხოების მენეჯერი - დავით მელანაშვილი;
  • ავიაინჟინერი - გიორგი მელიქიშვილი;
  • ავიამოდელირების პროგრამის ხელმძღვანელი - არჩილ ოთხმეზური.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს თარიღი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სკოლა „ჯეო სქაისთვის“, რომლის სახელწოდებაც თავადვე მიანიშნებს ცასთან, თავისუფლებასა და დიდ მიზნებთან კავშირზე.

წელს ეს დღე სკოლაში განსაკუთრებული მასშტაბით, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით აღინიშნა.

დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თემატურ პროექტში:

გაიმართა შემეცნებითი პრეზენტაციები: უფროსკლასელებმა მოამზადეს პრეზენტაციები ავიაციის ისტორიაზე ძმები რაიტებიდან თანამედროვე ხომალდებამდე.

პატარა „ჯეოსქაელებმა“ საკუთარი ხელით შექმნეს თვითმფრინავების მოდელები და ისწავლეს აეროდინამიკის საწყისები.

მოეწყო შეხვედრები პროფესიონალებთან. დღის კულმინაცია იყო შეხვედრა მოქმედ პილოტებთან, რომლებმაც მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და პროფესიის სირთულეებსა თუ სილამაზეზე ესაუბრნენ.

როგორც სკოლა „ჯეო სქაიში“ განმარტავენ, მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში იმ უნარების განვითარებას, რაც პილოტებისთვისაა დამახასიათებელი: დისციპლინა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და პასუხისმგებლობა.

მფრინავთა საერთაშორისო დღე 26 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება