| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ინგლისური ენის კლუბი - Beam With Book, რომლის ფარგლებში მოსწავლეები უცხოურ ენას სიღრმისეულად საინტერესო შემეცნებითი აქტივობებით ეუფლებიან.
ახლახან, საკლუბო მუშაობის ფარგლებში გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა.
კლუბის წევრებს სტუმრად ეწვია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქვაჩაკიძე.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა არტურ კონან დოილის უკვდავი პერსონაჟი - შერლოკ ჰოლმსზე.
შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართა, რაც მოსწავლეებს ენობრივი ბარიერის გადალახვასა და საკომუნიკაციო უნარების დახვეწაში დაეხმარა.
ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, რამაც კიდევ უფრო გაახალისა შემოქმედებითი გარემო.
„მადლობას ვუხდით ქალბატონ ნათია ქვაჩაკიძეს მობრძანებისთვის, გაზიარებული ცოდნისა და იმ ინსპირაციისთვის, რომელიც მან ჩვენს მოსწავლეებს შესძინა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა