| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „თოლია“, რომელის წევრებიც ბუნებაზე ზრუნავენ არა მხოლოდ გარემოსდაცვითი აქტივობებით, არამედ მოწოდებულნი არიან თანატოლების ეკოცნობიერების ამაღლებისკენ.
ეკოკლუბ „თოლიას“ წევრმა ნიკო კეცხოველის პრემიის 2025 წლის კონკურსის ფარგლებში, „მწვანე სკოლის“ მიმართულებით დაფინანსებული პროექტის - „ურთას მთის ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება“ ეგიდით არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განახორციელეს.
ერთ-ერთი მთავარი აქტივობა კი იყო ეკოკლუბ „თოლიას“ წევრთა ექსკურსია-ლაშქრობა ურთას მთაზე.
პროექტის დასკვნით ეტაპზე კი ეკოკლუბის წევრებმა ურთას მთაზე გადაღებული ფოტოებით შექმნეს საინფორმაციო სტენდი და მოამზადეს თემატური პრეზენტაცია - „წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები დასავლეთ საქართველოში“. აქტივობის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის იმ იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენდემური მცენარეების გაცნობა, რომელთა დაცვა და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
სტენდზე განთავსდა ფლორის წარმომადგენლების ფოტოები, მოკლე აღწერილობები და ინფორმაცია იმ სახეობებზე, რომლებიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს გადაშენების ძირითად საფრთხეებზე, როგორიცაა გავრცელების არეალის შემცირება, მავნებლებითა და სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული დაზიანება, ადამიანის არასათანადო ზემოქმედება და გარემოს ცვლილებები.
პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა კლასებსა და პედაგოგებს გააცნეს ურთას მთის ბიომრავალფეროვნება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლიანი ქცევის პირობებშია შესაძლებელი.
„აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარა პრეზენტაციის, ანალიზისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარები, ხოლო საინფორმაციო სტენდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლის სივრცეში ეკოლოგიური ცნობიერების გავრცელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა