| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „თოლიას“ წევრები, სკოლის დირექტორთან და ხელმძღვანელ მასწავლებლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ესტუმრნენ ზუგდიდის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ეკოტურიზმის მნიშვნელობის გააზრება.
ცენტრში სტუმრებს მასპინძლობა გაუწია წარმომადგენელმა - ანა ემხვარმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სამეგრელოს ტურისტულ შესაძლებლობებზე, არსებულ მარშრუტებსა და სერვისებზე. მან განმარტა, რომ ცენტრში მისულ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ, რაც მათ კონკრეტული ტურების სწორად დაგეგმვაში ეხმარება.
შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთის მთას, რომელიც მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ულამაზესი პანორამული ხედებით იზიდავს, როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას.
ასევე აღინიშნა, რომ ზუგდიდის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აღჭურვილია ტურისტული ბროშურებითა და რუკებით, რომლებიც ვიზიტორებს უფასოდ ემსახურება.
„ვიზიტი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება გახდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა