| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ისტორია არ არის მხოლოდ წარსული; ის არის გაკვეთილი, რომელიც მომავალს ქმნის. ყოველი წლის 9 მაისს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს - დღეს, რომელმაც კაცობრიობას მშვიდობისა და თავისუფლების იმედი დაუბრუნა. ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც მომავალი თაობები სწავლობენ გმირობის, თავდადებისა და ერთიანობის ფასს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა ყოველთვის აქტიურად ეხმიანება ამ ისტორიულ თარიღს - მოსწავლეები ეცნობიან გმირების ისტორიებს, წარმართავენ თემატურ დისკუსიას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას, პატივის მიაგებენ მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა მომავალს.
9 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში ტრადიციულად იმართება სხვადასხვა აქტივობები:
საინფორმაციო გაკვეთილების ფარგლებში, პედაგოგები მოსწავლეებს აწვდიან ფაქტობრივ მასალას მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ბავშვები ამზადებენ კედლის გაზეთს, აწყობენ გამოფენას, სტრუმრობენ მემორიალს... და ეს აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა ზრდის თაობას, რომელმაც იცის წარსულის ფასი და აცნობიერებს, რომ გამარჯვება არა მხოლოდ ბრძოლაში, არამედ კაცობრიობისა და ჰუმანიზმის შენარჩუნებაშია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა