| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და გაკვეთილების გამრავალფეროვნებაზე ზრუნავენ და სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ.
ახლახან, მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლების თანამშრომლობით, VI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „წილადები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წესიერ და არაწესიერ წილადებზე, მათ გამრავლებასა და გაყოფაზე, ასევე სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებაზე.
მათემატიკის მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა დაამუშავეს თემის შინაარსი, ხოლო ისტ-ის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, შექმნეს პრეზენტაცია PowerPoint-ის პროგრამაში.
აქტივობამ ხელი შეუწყო როგორც მათემატიკური ცოდნის გაღრმავებას, ასევე ტექნოლოგიური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.
„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით“!- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა