სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N161 საჯარო სკოლაში უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის პატივსაცემად მემორიალური აბრა განთავსდა
13-05-2026
-
+


თბილისის N161 საჯარო სკოლაში, დირექტორის - თორნიკე გვენეტაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის სივრცეში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პატივსაცემად მემორიალური აბრა განთავსდა. ღონისძიება განსაკუთრებით გაალამაზეს სკოლის მოსწავლეებმა. მათ საგანგებოდ ამ დღისთვის მოამზადეს და შეასრულეს პატრიარქისადმი მიძღვნილი საგალობელი, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი ემოცია გამოიწვია.

გალობამ და მოსწავლეების მიერ გამოხატულმა მოწიწებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლის როლს არა მხოლოდ განათლების, არამედ ზნეობრივი და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან პედაგოგ სალომე კუპრეიშვილს დირექტორის იდეის ხორცშესხმისთვის. 

„განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ სკოლის მასწავლებლის, სალომე კუპრეიშვილის მიმართ. სწორედ მისი დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგია ის, რომ დირექციის ინიციატივა ასეთი სრულყოფილი სახით განხორციელდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება