| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის იდენტობის შენარჩუნებაში. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებამ არაერთი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, დამწერლობის უნიკალურობას. ყურადღება გაამახვილეს რომ ქართული ენა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიხსენეს, 1978 წლის 14 აპრილი, დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ენის განსაკუთრებული როლი ქვეყნის კულტურის, ეროვნული იდენტობისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა