| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. ეროვნულ დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და და კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართული საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშებს. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სახალისო თემატურ ვიქტორინაში.
„ქართული ენის ვიქტორინამ“ მრავალფეროვანი და საინტერესო კითხვები გააერთიანა და მოსწავლეებს ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიებამ ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემისა და ინტერესის გაღრმავებას შეუწყო ხელი და კიდევ ერთხელ გამოკვეთა დედაენის დღის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა