სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნა, ემოცია და პასუხისმგებლობა - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-5 კლასელთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება
07-05-2026
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა. 

კვირეული კი დაგვირგვინდა მე-5 კლასელთა გრანდიოზული ღონისძიებით. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დასკვნითი ღონისძიება იქცა არა მხოლოდ შემოქმედებითი აქტივობების ერთობლიობად, არამედ ღრმა შინაარსის მქონე სულიერ გამოცდილებად.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებლის - თამარ მალაღურაძე და კლასის ხელმძღვანელის, ხელოვნების მასწავლებლის ნანა გიორგაძე ხელმძღვანელობით, შეძლეს ერთიან სივრცეში შეეერთებინათ ცოდნა, ემოცია და პასუხისმგებლობა.

ლექსებით, სიმღერებით, იუმორისტული ნომრებითა და პიესებით გაცოცხლდა დედამიწის ხმა - თითქოს თავად ბუნება საუბრობდა ბავშვების გულითა და სიტყვით. თითოეულ ნომერში იგრძნობოდა არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, არამედ ღრმა გზავნილი: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომელიც ზრუნვას, სიფრთხილესა და სიყვარულს საჭიროებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები, არამედ გააცნობიერეს საკუთარი როლი ამ სამყაროს დაცვაში. მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა და შესრულებული ყოველი მოქმედება იქცა პატარა, მაგრამ მძლავრ ნაბიჯად ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავების გზაზე.

„ეს ღონისძიება ნათლად აჩვენებს, რომ განათლება მაშინ იძენს ნამდვილ ძალას, როდესაც იგი სცდება მხოლოდ თეორიას და გარდაიქმნება განცდად, რომელიც ბავშვების გულებში რჩება. სწორედ ასეთი გამოცდილებები აყალიბებს მომავალ თაობას - უფრო პასუხისმგებლიანს, მგრძნობიარესა და მზრუნველს საკუთარი გარემოს მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

 ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

ვიდეო იხილეთ ბმულზე: 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება