| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალაფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათ მოტივაციაზე აისახება.
მე-2 კლასელმა, ანნა პოლოიანმა მათემატიკის გაკვეთილზე ტანგრამი შექმნა.
გაკვეთილი ინტერაქტიური და შემეცნებითი ფორმატით წარიმართა. მოსწავლემ გაიგო, რა არის ტანგრამი - უძველესი ჩინური გეომეტრიული თავსატეხი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა ფორმის ფიგურისგან. მასწავლებელმა მას აუხსნა, როგორ შეიძლება ამ ფიგურებისგან შეიქმნას სხვადასხვა ობიექტი – ცხოველები, ადამიანები, ნივთები და სხვა.
მოსწავლემ აქტივობის დახმარებით გეომეტრიული ფიგურები უკეთ შეისწავლა.
„ტანგრამი ბავშვებს უვითარებს ვიზუალურ-სიმბოლურ აზროვნებას, წარმოსახვას, ყურადღებას, კონბინატორულ უნარებს, ფერის, ზომისა და ფორმის აღქმას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა